მე მქვია მკრტიჩ ხაჩატრიანი, ვარ 19 წლის. ვცხოვრობ ჯავახეთში და ვმუშაობ ნინოწმინდის სათემო
Radio NOR-ში, ჟურნალისტი. მონაწილეობა მიმიღია და კვლავაც ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებში. ტრენინგებში მონაწილეობით ჩემი მიზანია სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება და ასევე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან კომუნიკაცია.
მიყვარს ენების შესწავლა — ვფლობ სომხურ, რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებს. ვარ მოხალისე რამდენიმე პროექტში, მათ შორის კვლავაც Helping Hand-ის პროგრამაში.
ყველას წარმატებას ვუსურვებ!