მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მოგესალმებით ! 
მე ვარ მიქაელი მამულაშვილი,22 წლის, თბილისიდან. პროფესიით " პრაქტიკოსი ექთანი " , ასევე შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი ერთერთ ორგანიზაციაში. პარალელურად წელს აბიტურიენტი ვარ, თუმცა ვფიქრობ , რომ ნებისმიერ მდგომარეობაში ,რამდენად მცირეც არ უნდა იყოს შენი დრო სიკეთისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო , როგორც ჩემ შემთხვევაში ! 
მე ვარ ადამიანი, რომელიც ადამიანებით, ბუნებითა და ურთიერთობებით ცოცხლობს. მსიამოვნებს იმის აღმოჩენა, რაც სამყაროს პატარა დეტალებში იმალება - მზე ფოთლებს შორის, სიკეთის სურნელი, გულწრფელი ღიმილი, დახმარების სურვილი, რომელიც ჩემგან  უანგაროდ მოდის. 
ვფიქრობ რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა კავშირებშია - იმაში თუ, როგორ ვეხმარებით ერთმანეთს, როგორ ვუსმენთ და როგორ ვქმნით ერთად უკეთეს რეალობას. ჩემთვის ბუნება სიწყნარეა, ადამიანები შთაგონება, დახმარება კი მიმართულება, რომელსაც ყოველთვის მივყვები.  ამჯერად გზა, რომელსაც ვირჩევ   ეს " ჰელფინგ ჰენდია ", რომლის დახმარებითაც ჩემს მორალურ პასუხისმგებლობას კვლავ ვაქცევ რეალობად/მატერიად და მივალ იქ, სადაც ვფიქრობ ყველაზე მეტად ვჭირდები. 

ყველა პროექტი

ლიტერატურული მხარდაჭერა

ლიტერატურული მხარდაჭერა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
ლიტერატურული მხარდაჭერა

ლიტერატურული მხარდაჭერა

სხვა თბილისი
ჩართული მოხალისეები: 8
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია