მოხალისის შესახებ
გამარჯობათ, მსურს წარმოგიდგინოთ ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია განათლების დონის ზრდას ახალგაზრდებსა და ა.შ. კერძოდ, ორგანიზაცია Helping Hand-ის დახმარებით, ვთვლი, რომ საშუალება მომეცემა, თბილისში გავხსნა ცენტრი, რომლის მთავარი მიზანიც იქნება, ახალგაზრდა თაობისათვის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სივრცის შექმნა, რაც მისცემთ მათ საშუალებას, საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს, მოვიდნენ ასრებულ ცენტრში და დაკავდნენ მათთვის საჭირო საქმიანობით. ამასთან ერთად, შესაძლებელია აგრეთვე, ბიბლიოთეკის წარმოება, რომელიც თავისთავში მოიაზრებს, ლიტერატურული მასალის იქნება ეს წიგნი თუ სხვა, უფასო ხელმისაწვდომობას მათთვის.