მოხალისის შესახებ
სწორედ მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ხდება ყოველი ინდივიდისათვის შესაძლებელი, გამოიყენოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები სხვა ადამიანების კეთილდღეობისათვის. ჩემთვის კი მოხალისეობა სწორედ ამ დატვირთვისაა - მსურს, შევიძინო მეტი ცოდნა და პრაქტიკა და მათი დახმარებით განვახორციელო მრავალი მოხალისეობრივი საქმიანობა, რომლებიც უდიდეს წვლილს შეიტანს სათემო განვითარებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს უკეთესი მომავლის შექმნაში, ახალი უნარების ათვისებაში და წინსვლაში.