მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ფანჩულიძე, 17წლის, ქ. რუსთავიდან, 21-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. სკოლის ფარგლებში აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში. 
      პანდემიის დაწყებიდან აქტიურად ჩავერთე არასამთავრებო ორგანიზაციების პროექტებში და მივიღე არაფორმალური განათლება სხვადასხვა სფეროებში, რის გამოც ვთვლი რომ კომპეტენტური ვარ სხვადასხვა საკითხებში, ამიტომ ვატარებ და ვაორგანიზებ ტრენინგებს მოხალისეობრივად, მიწვევით სხვადასხვა ორგანიზაციებში. ტრენინგებს ვატარებ და ვაორგანიზებ სხვადასხვა მიმართულებებით:  "არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის" შესახებ, ასევე "წარმატების ფსიქოლოგი"-ის შესახებ, იურიდიული, ფსიქოლოგიური და არაფორმალური განათლების კუთხით. ასევე აქტიურად ვმონაწილეობ დებატებში.
     ვირუსის გავრცელებამ შექმნა საფრთხე მთელ მსოფლიოში და მათშორის საქართველოშიც. ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად წარმოიშვა სირთულეები სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.
პანდემიური გარემო უარყოფით გავლენას  ახდენს მოსახლეობაზე, განათლებაზე,  განსაკუთრებით კი სოციალურად 
დაუცველ, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებზე და ა. შ. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე რომ მოხალისეობით და ჩემი ცოდნით დავხმარებოდი ადამიანებს არაფორმალური განათლების მიღებაში.
სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც, რომ ხელი შევუწყო განვითარებას, პანდემიის და დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად ინფორმირებული და განათლებული  თაობის გაზრდას.

ყველა პროექტი

No projects available yet.

კონტაქტი

ავტორიზაცია