მოხალისის შესახებ
მე ვარ მარიამ დიასამიძე, 15 წლის. ვცხოვრობ ქ.ახალციხეში. ჩართული ვარ როგორც არაფორმალურ ისევე ფორმალური გაათლების აქტივობეში და ღონისძიებებში. ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე ვარ. ყოველდღე ვცდილობ ცვლილება შევიტანო ჩემს თემში, ეს იქნება პრეზენტაციების ჩატარება, ღონისძიებების დაგეგმვა თუ პროექტების დაწერა. მიუხედავად იმისა რომ ჩემს ქალაქში ბევრი ინიციატივა არ არის, ვცდილობ მე შვქმნა ის სივრცე ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ასეთი აქტივობები აინტერესებთ.
ჩემთვის ყოველი წუთი რომელსაც მოხალისეორივ საქმეში ვატარებ ძვირფასია. ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ჯილდოსთვის, ან ქებისთვის ,ვაკეთებ ჩემი თემის და ქვეყნის გასაძლიერებლად.
მიუხედავად იმისა რომ ორი წელია რაც მოხალისეობა დვიწყე ვფიქრობ რომ მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ვიყო წლის საუკეთესო მოხალისე.