მოხალისის შესახებ
პირველ რიგში დავიწყებ იმ მოხალისეობრივი საქმიანობით , რომელმაც ყველაზე დიდი გამოცდილება მომცა , ეს იყო ეკოკლუბის ლიდერობა , განვახორციელეთ მრავალი ღონისძიება , რომელიც ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს და დღესაც ვცდილობთ მდგრადობა შევინარჩუნოთ გუნდმა , როგორც ეკოკლუბმა , ყველაზე მეტად მახსოვს ღონისძიება , რომლის ტრენერიც ვიყავი , სკოლაში სხვადასხვა კლასს ჩავუტარე ტრენინგი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით , მივიღე მათი უკუკავშირი , ერთად გავეცით საკვანძო კითხვებს პასუხი, პროექტის ფარგლებში ვიზრუნეთ თემისა და სკოლის გარემოსა და საზოგადოებაზე , პროექტი მეტად ნაყოფიერი იყო , შესაბამისად გუნდის ლიდერობა ჩემთის ნამდვილად დიდ რამეს ნიშნავდა , აგრეთვე იყო დებატების კლუბი სადაც მოხალისედ ჩავეწერე და მიმიღეს , გვიტარდებოდა ტრენინგები , რომელიც გვასწავლიდა საუბრის და დებატების კულტურად , დავხვეწეთ საჯაროდ გამოსვლისას სიტყვის წარმოთქმის უნარი და გავხდით მეტად მოტივირებუკები , გამოგვეხატა და დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია , აგრეთვე მედიის განვითარების ცენტრმა ჩაატარა ღონისძიება თავისი პროექტის ფარგლებში , სადაც მედიაწიგნიერებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი სამომავლო წარმატება მეტად განემტკიცებინათ , ამასგარდა როგორც მოხალისემ მხარი დავუჭირე ისეთი კლუბის შექმნას , როგორიცაა წიგნის კლუბი და ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე , რომელიც გრაფიკულ დიზაინს ეხება შევქმენი კლუბისთვის შესაბამისი ლოგოები , მიხაროდა , როდესაც უხაროდათ სხვებსაც და მივხვდი რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია , აგრეთვე ვიყავი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გზა მომავლისკენ და ახალგაზრდები წარმატებისკენ წევრი , მხარდაჭერის მიზნით მაქსიმალურად ვცდილობდით წევრები გაგვეწია პოპულარიზაცია თითოეულ ტრენინგზე , რომელიც ორგანიზაციის ფარგლებში ტარდებოდა და ამავე ტრენინგებში თითონვე ვყოფილიყავით ჩართულები, გამოჩნდა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბილივი , რომელიც კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ უშუალოდ ზრუნავდა თემის გაუმჯობესებაზე , ჩვენ კი მისი სახელით ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები , როგორც კომიტეტების წარმომადგენლები ვატარებდით შეხვედრებს , ჩვენივე ორგანიზებით , აგრეთვე თვითონ ბილივის ორგანიზაციის მიერ დაორგანიზებულ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში ვიყავით ჩართული და ვესწრებოდით ტრენინგებს , რომლებიც ემსახურებოდა გონებრივ განვითარებას და აქტიურ მოქალაქეობას , გავიცანი მოტივირებული ახალგაზრდები , მათგან მიღებული ინფორმაციები ჩემთვის მეტად უპრიანი აღმოჩნდა და ჩავერთე პროექტებში , რომლების შედეგადაც მივიღე მონაწილეობა დებატების კონკურსში , გავიგე პროექტის არსი უფრო ღრმად და მივხვდი რამდენს ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც.