მოხალისის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის“ (Helping Hand) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია ლადო პენდრაგონ ქურთუბაძის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია ამ ეტაპზე ნაწილობრივია, სრული ვერსია კი უახლოეს მომავალში მომზადდება.
ლადო პენდრაგონ ქურთუბაძის ბიოგრაფია
ლადო პენდრაგონ ქურთუბაძე არის სერტიფიცირებული ადამიანის უფლებების, ინტელექტუალური საკუთრების და პერსონალური მონაცემების დამცველი, სამართლებრივი საკითხების სპეციალისტი, კერძო დეტექტივი, საერთაშორისო დაზვერვის აგენტი, მედიის მკვლევარი, ფაქტების შემმოწმებელი, ბიზნესმენი, მეწარმე, ინვესტორი, ტრეიდერი, მარკეტერი, ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, ტრენერი, ლექტორი, მასწავლებელი, სამოქალაქო განათლების, მედიაწიგნიერების და მრავალი სხვა დარგის ექსპერტი.
მან წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით დააგროვა გამოცდილება და მრავალ დარგში შეიძინა ცოდნა, რაც დღემდე ეხმარება როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. პარალელურად, ლადო არის უამრავი ქართული და უცხოური უნივერსიტეტის, აკადემიისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული და კურსანტი, როგორებიცაა: ევროპის საბჭო, ევროკავშირი, გაერო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ციფრული მმართველობის სააგენტო, საქართველოს ბანკი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სახალხო დამცველი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ინსპირირებული ორგანიზაცია შპს „გლობალ ედვენთიჯ ინდუსტრი“, კავკასიის სამართლის აკადემია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ღია უნივერსიტეტი, ბლოკჩეინის საბჭო, კორპორატიული ფინანსების ინსტიტუტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2CIIA Intelligence Agency, KQED Education, IREX და სხვა. ლადოს მიაჩნია, რომ ცოდნის განახლება და გაფართოება განვითარების მთავარი საწინდარია.
მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული წინსვლა, არამედ ისიც, რომ ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. 2020 წელს მან გაიარა IREX-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი, რამაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და საფუძველი ჩაუყარა მოხალისეობრივ მოღვაწეობას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამის დასრულებისთანავე ლადომ ჩაატარა ონლაინ შეხვედრა, სადაც ისაუბრა მედიაწიგნიერებაზე, ტროლინგზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე. ამ ტრენინგს 40-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი იყო და დაადასტურა, რომ ეს თემა საზოგადოებაში აქტუალურია.
იმავე წელს, გურიის ქალაქ ლანჩხუთის პარკში, ლადომ მოაწყო ღია შეხვედრა 20-ზე მეტ ახალგაზრდასთან. მან ესაუბრა მათ ტრენინგზე განხილულ საკითხებზე და მსმენელთა ჩართულობა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ლადოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, როგორ ამოიცნონ პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია, რათა მომავალში ვერავინ მოატყუოს ისინი და სწორი ინფორმაციის მიღება შეძლონ. შეხვედრის შემდეგ ლადომ და მსმენელებმა IREX-ის მიერ მოწოდებული მედიაწიგნიერების სტიკერები პარკის სხვადასხვა ადგილას გააკრეს, რომლებიც წლების განმავლობაში ამშვენებდა ლანჩხუთის პარკს და საინფორმაციო მნიშვნელობასაც ატარებდა.
კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის პერიოდმა, 2019 წლიდან 2023 წლამდე, განსაკუთრებული გამოწვევები და მოთხოვნები წამოაყენა. ამ რთულ დროში ლადო აქტიურად მუშაობდა სოციალურ ქსელებსა და სხვა ციფრულ პლატფორმებზე, სადაც ავრცელებდა მხოლოდ ფაქტების შემოწმებულ, სანდო და ობიექტურ ინფორმაციას ვაქცინაციაზე და COVID-19-ზე. მისი მიზანი იყო საზოგადოებისათვის შეექმნა ცხადი, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი მასალა, რომელიც დაეხმარებოდა მათ სწორი ინფორმაციის მიღებასა და დეზინფორმაციისგან თავის დაცვაში.
პანდემიის მწვავე ფაზის დროს ლადო ატარებდა რეგულარულ შეხვედრებსა და ონლაინ პირდაპირ ეთერებს, სადაც უხსნიდა ინფორმაციის გადამოწმების მეთოდებს, პასუხობდა შეკითხვებს და უზიარებდა პრაქტიკულ რჩევებს. ამ ინიციატივას ფართო საზოგადოება დიდი გამოხმაურებით შეხვდა, უამრავ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაეზარდა მედიისა და მედიაწიგნიერების უნარები და გამოეჩინა ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა.
ამ საქმიანობის შედეგად მან შეძლო, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა საზოგადოების უსაფრთხოების, ინფორმირებულობისა და ჯანმრთელობის მხარდაჭერაში ამ რთულ და დაუვიწყარ პანდემიურ პერიოდში.
სინამდვილეში ლადოს საზოგადოებრივი ჩართულობა და აქტივობა ბევრად ადრე დაიწყო, 2010 წლიდან, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და უკვე იკვლევდა კრიპტოვალუტის, ინვესტიციების, ბლოკჩეინის, ტრეიდინგის, მედიაწიგნიერებისა და მრავალი სფეროს საკითხებს. განსაკუთრებული ინტერესით სწავლობდა ადამიანის უფლებებს და სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმებს, რაც შემდგომში უფლებადამცველისა და კერძო დეტექტივის როლშიც გამოადგა. 2017 წლიდან ლადო აქტიურად დაიწყო სოციალური ქსელების გამოყენება ამ საკითხებზე მოსაზრებების გასაზიარებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. სხვადასხვა დროს ჩაატარა მრავალი ტრენინგი, ვებინარი, ონლაინ სასწავლო კურსი და პირდაპირი ეთერი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინა სანდო და სისტემური განათლება.
2017 წელს ლადომ შექმნა ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის ონლაინ სასერტიფიკატო კურსი, რომელიც დღემდე ვითარდება და ყოველწლიურად ემატება ახალი მოდულები, რათა ინტერესი და მოთხოვნა ყოველთვის დაკმაყოფილდეს.
ლადოს საზოგადოებრივ საქმიანობას საფუძველი ბევრად ადრე ჩაეყარა. მისი ისტორია 4.5 წლის ასაკში დაიწყო, როცა წერა-კითხვა აითვისა და ეს იშვიათი მოვლენა ადგილობრივმა და ეროვნულმა გამოცემებმა აქტიურად გააშუქეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ცნობისმოყვარეობა და განათლებისკენ სწრაფვა ლადოს განუყოფელი ნაწილი გახდა.
მოხალისეობრივი მუშაობა მისთვის მხოლოდ საქმიანობა არ არის, ეს მისი ცხოვრების წესია. მისი რწმენით, ცოდნის გაზიარება, ახალგაზრდების განათლება და საზოგადოების ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის პროგრესისთვის. ლადო დღემდე აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, ახორციელებს საზოგადოებრივ ინიციატივებს და მზად არის, რომ საკუთარი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუზიაროს.
მისი ისტორია ამით არ სრულდება, პირიქით, ყოველი ახალი დღე ახალი იდეებისა და მიზნების დასახვის შესაძლებლობაა. მომავალში ლადო კიდევ ბევრ სასარგებლო აქტივობას შეასრულებს და მეტ ახალგაზრდას შესძენს იმ უნარებს, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად სჭირდებათ.
ლადო მუდმივად ისწრაფვის განვითარდეს და განათლების სხვადასხვა სფეროში ახალი ცოდნა შეიძინოს, რათა კიდევ უფრო შეძლოს თავისი გამოცდილებისა და ღირებულებების გაზიარება. მისი მიზანია, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო საზოგადოების წინსვლასა და კეთილდღეობაში. ის მზად არის, გამოწვევებს ებრძოლოს რწმენით, იმედით, სიყვარულით და ემსახუროს ღმერთსა და ადამიანებს.
ლადო პენდრაგონ ქურთუბაძის მოხალისეობრივი საქმიანობის პერიოდი
ლადო პენდრაგონ ქურთუბაძე 2017 წლიდან აქტიურად წერდა სტატიებს, ბლოგებს, ამზადებდა ვიდეოებს და აქვეყნებდა ინფორმაციებს ინტერნეტში სხვადასხვა პლატფორმაზე. ამავე პერიოდში ატარებდა ტრენინგებს, ვებინარებს, პირდაპირ ეთერებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე პირადად ესაუბრებოდა ადამიანებს სხვადასხვა თემებზე. მისი საქმიანობა მიმდინარეობდა სხვადასხვა არხზე, გვერდზე, პროფილსა და ანგარიშზე, რომელთა ნაწილი დროთა განმავლობაში ლადოს მიერ ან ტექნიკური ხარვეზის გამო იშლებოდა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში კვლავ არსებობს უამრავი ინფორმაცია და ჩანაწერი მისი ძველი აქტივობების შესახებ.
2017 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 11 ივლისამდე ყოველდღე საშუალოდ 1 საათს ან მეტს უთმობდა ამ საქმიანობას. ეს გაწეული მუშაობა მოხალისეობრივია და ყოველდღე 1 საათიანი შრომის გათვალისწინებით ჯამურად შეადგენს დაახლოებით 3,116 საათს, თუმცა რეალურად გაცილებით მეტია.