მოხალისის შესახებ
გიამბობთ სოციალურ პროექტზე „მოხალისე სანტას გამოწვევა“, რომელიც 2017 წელს შევქმენით იმისთვის, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენი მიზანი იყო შემდეგი , ერთი მხრივ, შეგვექმნა საახალწლო განწყობა სანტასა და ფიფქიის ფორმებში გამოწყობილ ახალგაზრდებს საახალწლო დღეებში ბავშებისათვის,მოხუცებისა და ახალგაზრდებისათვის ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდათ ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი იდეით დავხმარებოდით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და სხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტებს რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე იყვნენ. პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საახალწლო პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესტუმროთ, დავასაჩუქროთ და შევუქმნათ საახალწლო განწყობა, ამით, ერთი მხრივ, ვახდენთ მოხალისეობის პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, მცირე შემოწირულობებით ვაფინანსებთ სტატუსის შეჩერების პირას მყოფ წარმატებულ სტუდენტებს. პროექტი დავიწყე 10 წევრიანი გუნდით, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა, იდეის გარშემო გაერთიანდა მრავალი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და ახალგაზრდა, რომლებსაც სურდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ პროექტის განხორციელებაში საბოლოოდ, 7 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი გაიზარდა 1000-მდე აქტიურ მოხალისემდე, რომელთათვის სოციალური პასუხისმგებლობა და მოტივაცია მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 2025 წლამდე პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 66 სტატუსის შეჩერების პირას მყოფი წარმატებული სტუდენტი , რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ისევე როგორც პროექტში ჩართული გუნდის წევრების რაოდენობა. მოხალისეები გვიერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. 2018 წლიდან პროექტს დაემატა ახალი სოციალური მიმართულება , დავიწყეთ თანამშრომლობა სოციალურ საწარმოსთან, სადაც დასაქმებულია 18 წელს ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაახლოებით 50 ბენეფიციარი ,რომლებიც თვეების განმავლობაში სპეციალურად ჩვენი კამპანიისთვის ამზადებს საახალწლო ხის სათამაშოებს, რაც ზრდის მათ მოტივაციას, ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სენსორული და მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ეს საქმიანობა უმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას და ხელს უწყობს ინკლუზიასა და ცნობადობის ზრდას. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდის წევრებისთვის ვატარებთ შემეცნებით ტრენინგებს, ვიწვევთ ცნობილ საზოგადოებრივ, სპორტსა და კულტურაში მოღვაწე ადამიანებს. ტრენინგები მოიცავს თემებს, როგორიცაა მოხალისეობა, სოციალური ინკლუზია, ლიდერობა, სპორტი და თვითგანვითარება,შედეგად, მოხალისეები იღებენ ღირებული ცოდნას, ზრდიან კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს, ძლიერდებიან პიროვნულად და იგრძნობენ მზადყოფნას სამომავლოდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატებით ჩართვაში. პროექტის ბოლოს ჩვენი გუნდის ინიციატივით ვსტუმრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრებს, სოციალურ საწარმოებს, ბავშვთა სახლებს და სხვადასხვა სახის საჩუქრებით, ტკბილეულითა და შემოწირულობებით ვახარებთ მათ. პროექტის დასრულების დღეს ჩვენს ოფიციალურ გვერდზე იდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის შევსებაც შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. აპლიკაცია მოიცავს ზოგად ინფორმაციას აპლიკანტის შესახებ და ერთ სამოტივაციო წერილს, სადაც სტუდენტი აღწერს თავის მდგომარეობას, აკადემიურ მოსწრებას და საჭიროებებს. ჩვენი გუნდი ერთიანად განიხილავს ყველა განაცხადს და არჩევს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. სტუდენტები, რომლებიც დაფინანსდნენ, დღემდე აქტიურად განაგრძობენ სწავლას და კვლავ არიან წარმატებული, რის გამოც ნამდვილად ვამაყობთ. ხშირად გვიწვევენ ტელევიზიებში, აქმებენ ჩვენს შესახებ სიუჟეტებს და ასე ვრცელდება ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობისა და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. შედეგად, პატარა იდეა, რომელიც 17 წლის ასაკში გამიჩნდა, დღეს უკვე მოზარდებისა და ახალგაზრდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ემსახურება: 1.მოხალისეობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში; 2.სოციალურად დაუცველი ,მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერას; 3.სოციალური საწარმოების გაძლიერებას და შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სანტას გამოწვევა“, რომელიც 2017 წელს შევქმენით იმისთვის, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენი მიზანი იყო შემდეგი , ერთი მხრივ, შეგვექმნა საახალწლო განწყობა სანტასა და ფიფქიის ფორმებში გამოწყობილ ახალგაზრდებს საახალწლო დღეებში ბავშებისათვის,მოხუცებისა და ახალგაზრდებისათვის ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდათ ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი იდეით დავხმარებოდით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და სხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტებს რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე იყვნენ. პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საახალწლო პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესტუმროთ, დავასაჩუქროთ და შევუქმნათ საახალწლო განწყობა, ამით, ერთი მხრივ, ვახდენთ მოხალისეობის პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, მცირე შემოწირულობებით ვაფინანსებთ სტატუსის შეჩერების პირას მყოფ წარმატებულ სტუდენტებს. პროექტი დავიწყე 10 წევრიანი გუნდით, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა, იდეის გარშემო გაერთიანდა მრავალი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და ახალგაზრდა, რომლებსაც სურდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ პროექტის განხორციელებაში საბოლოოდ, 7 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი გაიზარდა 1000-მდე აქტიურ მოხალისემდე, რომელთათვის სოციალური პასუხისმგებლობა და მოტივაცია მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 2025 წლამდე პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 66 სტატუსის შეჩერების პირას მყოფი წარმატებული სტუდენტი , რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ისევე როგორც პროექტში ჩართული გუნდის წევრების რაოდენობა. მოხალისეები გვიერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. 2018 წლიდან პროექტს დაემატა ახალი სოციალური მიმართულება , დავიწყეთ თანამშრომლობა სოციალურ საწარმოსთან, სადაც დასაქმებულია 18 წელს ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაახლოებით 50 ბენეფიციარი ,რომლებიც თვეების განმავლობაში სპეციალურად ჩვენი კამპანიისთვის ამზადებს საახალწლო ხის სათამაშოებს, რაც ზრდის მათ მოტივაციას, ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სენსორული და მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ეს საქმიანობა უმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას და ხელს უწყობს ინკლუზიასა და ცნობადობის ზრდას. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდის წევრებისთვის ვატარებთ შემეცნებით ტრენინგებს, ვიწვევთ ცნობილ საზოგადოებრივ, სპორტსა და კულტურაში მოღვაწე ადამიანებს. ტრენინგები მოიცავს თემებს, როგორიცაა მოხალისეობა, სოციალური ინკლუზია, ლიდერობა, სპორტი და თვითგანვითარება,შედეგად, მოხალისეები იღებენ ღირებული ცოდნას, ზრდიან კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს, ძლიერდებიან პიროვნულად და იგრძნობენ მზადყოფნას სამომავლოდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატებით ჩართვაში. პროექტის ბოლოს ჩვენი გუნდის ინიციატივით ვსტუმრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრებს, სოციალურ საწარმოებს, ბავშვთა სახლებს და სხვადასხვა სახის საჩუქრებით, ტკბილეულითა და შემოწირულობებით ვახარებთ მათ. პროექტის დასრულების დღეს ჩვენს ოფიციალურ გვერდზე იდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის შევსებაც შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. აპლიკაცია მოიცავს ზოგად ინფორმაციას აპლიკანტის შესახებ და ერთ სამოტივაციო წერილს, სადაც სტუდენტი აღწერს თავის მდგომარეობას, აკადემიურ მოსწრებას და საჭიროებებს. ჩვენი გუნდი ერთიანად განიხილავს ყველა განაცხადს და არჩევს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. სტუდენტები, რომლებიც დაფინანსდნენ, დღემდე აქტიურად განაგრძობენ სწავლას და კვლავ არიან წარმატებული, რის გამოც ნამდვილად ვამაყობთ. ხშირად გვიწვევენ ტელევიზიებში, აქმებენ ჩვენს შესახებ სიუჟეტებს და ასე ვრცელდება ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობისა და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. შედეგად, პატარა იდეა, რომელიც 17 წლის ასაკში გამიჩნდა, დღეს უკვე მოზარდებისა და ახალგაზრდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ემსახურება: 1.მოხალისეობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში; 2.სოციალურად დაუცველი ,მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერას; 3.სოციალური საწარმოების გაძლიერებას და შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.