მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ მათე კობიაშვილი, 13 წლის. ბედნიერი ვარ, რომ  დავაარსე კახეთში პირველი უფასო საკვირაო სკოლა. ბოლო 1 წელია საკვირაო სკოლაში ვატარებ გაძლიერებულ ინგლისურისა და მათემატიკის გაკვეთილებს. ამავდროულად, ვრთავ ბავშვებს არაფორმალურ განათლებაში. ვგეგმავ და ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც მოსწავლეთა აკადემიური უნარების, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებისკენაა მიმართული. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისეთი აქტივობები, რომლებიც ეკოლოგიური პრობლემებისადმი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ვატარებ პრაქტიკულ ვორქშოფებს აღნიშნული საკითხის პოპულარიზაციისა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისათვის. ხაზგასასმელია, მოხალისეობრივი საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად ერთ-ერთი ორგანიზაციაა ევროპის აკადემიური ცენტრი. 3 თვის განმავლობაში ვიმუშავე მოხალისე ორგანიზატორად. აქტიურად ვიყავი ჩართული 3-დღიანი კონფერენციისათვის სპონსორების მოძიების საკითხში. ასევე მუდმივად პოპულარიზაციას ვუწევ ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების აკადემიური უნარებისა და არაფორმალური განათლების უდიდესი როლის შესახებაა. 2025 წლის 19-21 სექტემბერს გაიმართა ევროპარლამენტის მოდელირება თელავში (MEP Telavi), რომლის ერთ-ერთი მოხალისე ორგანიზატორიც გახლდით. ამ პროექტისთვის მოვიძიე ადგილობრივი სპონსორი - თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, რომელმაც სპეციალურად დაწესებული პრიზები გადასცა პროექტის გამარჯვებულებს. ჩემთვის მოხალისეობრივი საქმიანობა არის ბუნებრივი თვისება, რომელიც მრავალფეროვანს და უფრო მეტად საინტერესოს ხდის ცხოვრებას. მოხალისეობრივ აქტივობებში მხოლოდ სხვების დასახმარებლად არ ვერთვები. ყოველი ასეთი გამოცდილება მეხმარება გავხდე ის პიროვნება, ვინც მინდა ვიყო.

ყველა პროექტი

No projects available yet.

კონტაქტი

ავტორიზაცია