მე, ვარ კარინე ამირხანიანი, 17 წლის ვარ, ვსწავლობ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის XII კლასში. აქტიურად მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებში, სადაც ჩემი მთავარი მიზანი იყო ქართულ და ინგლისურ ენებში ცოდნის გაღრმავება, ახალი მეგობრების შეძენა და მრავალფეროვანი უნარების გამომუშავება.
მიყვარს სპორტი და პარალელურად მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი .ვამზადებ ხელნაკეთ ყვავილებს და ვყიდი ლამაზ ბოქსერებში შეფუთულ კომპოზიციებს.
ჩემი სურვილია, გავხდე Helping Hand-ის ოჯახის ნაწილი როგორც მოხალისე. მჯერა, რომ ეს გამოცდილება ხელს შემიწყობს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში და დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მივაღწევ.❤️