მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

ია ეპიტაშვილი სოფელი მარტყოფიდან. ვსწავლობ სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში და ასევე  ვარ 15 წლის მოხალისე და თანატოლგანმანათლებელი სხვადასხვა ორგანიზაციებში (ჰელფინგ ჰენდი, კარიტასი, მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი...)
ჩემთვის მოხალისეობა უმნიშვნელოვანესი უმაგრესი და  უპირველესი  რამაა და ვფიქრობ ყველასთვის ასე უნდა იყოს, რადგან მომავალი ჩვენს ხელშია, ჩვენ უნდა შევცვალოთ და განვვავითაროთ ის.

მე მოხალისე ვარ, გახდი შენც! 

ნამდვილად მაგარი რამაა, როცა შენი უბრალო ქმედებითა და დახმარებით სხვას აბედნიერებ და ეს მისთვის ყველაფრია. ვვამაყობ რომ მოხალისე მქვია <33 
ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც რომ, სხვადასხვა პროექტებით შევიძინე ის უნარ-ჩვევები, რომელიც ჩემი აზრით, ყველა კარგ მოხალისეს უნდა ჰქონდეს და სჭირდება(სხვა საჭირო და დადებით თვისებებთან ერთად გავხდი უკეთესი role model, მეტად დამოუკიდებელი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, ჰუმანური და მეგობრული ადამიანი და ასევე განვვივითარე პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარ-ჩვევები, და ახლა ისევე, როგორც ვმონაწილეობ, ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს , ვგეგმავ და ვანხორციელებ სხვადასხვა მოხალისეობრივ (და არამარტო) აქტივობებსა და პროექტებს საკუთარი სურვილით, და მაქსიმალურად დამოუკიდებლად.) და ასევე მივიღე ის გამოცდილება, რაც ახლა მათქმევინებს, რომ მოხალისე ვარ. 
მიუხედავად იმისა, რომ მომავალში დეველოპერობას ვაპირებ, სკოლის პარალელურად ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ მოხალისეობას და ვცდილობ ჩართული ვიყო სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში,იქნება ეს ჩემს თემში თუ  მის გარეთ, და მომავალშიც ასე იქნება...

მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა განნვითარდე და განვავითარო.

ყველა პროექტი

No projects available yet.

კონტაქტი

ავტორიზაცია