მოხალისის შესახებ
ვარ 26 წლის. დამთავრებული მაქვს სამართლის ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ვარ თსუ-ს საჯარო სამართლის მაგისტრი. 4 წელია ვმუშაობ იურისტად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. უნივერსიტეტში სწავლისას (როგორც საბაკალავრო ისე მაგისტრატურის საფეხურზე) აქტიურად ვერთვებოდი მოხალისეობრივ საქმიანობაში, როგორებიცაა სამართლებრივი დახმარების გაწევა გაჭირვებული მოქალაქეებისათვის, ტრენინგ კურსების ჩატარება სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე, სამართლებრივი დებატების ორგანიზება და სხვა. 2018 წლიდან ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ვითვალისწინებ რა COVID 19 გამოწვევებსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მსურს არასამსახურეობრივ დროს ჩავერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში.