მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

სალამი! 
მე ვარ ანი ჯოჯუა, 16 წლის, თბილისიდან.
ვსწავლობ სსიპ ქ.თბილისის N71 საჯარო სკოლის XI/ა კლასში.
სამომავლოდ პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, თუმცა რაც არ უნდა გადავწყვიტო, ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაზე ვიქნები ორიენტირებული. მომწონს მედიცინა, პოლიტიკა, პროგრამირება და ბიზნესი. მეღვინეობაზეც ვფიქრობ, თუმცა როგორც მეორადი პროფესია. ისე კი, ან, ექიმი გამოვალ, ან პოლიტიკოსი; თუმცა, რადგან ორივე მომწონს, რატომაც არა, ვიქნები ექიმი პოლიტიკოსი :) 
პარალელურად, ვცდილობ ბიზნესისა და პროგრამირების კუთხით პროექტებში მონაწილეობას. 
პროფესიების გარდა, მიყვარს სიმღერა, ცეკვა, კულინარია, დებატები, წიგნების კითხვა, დალაგება :) , სხვებისთვის რჩევის მიცემა და მათი მოსმენა, მოხალისეობა; ზედმეტად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ვარ, რასაც ნაკლად ვერ აღვიქვამ.კარგი პრეზენტატორი ვარ, რაც პროექტებში ძალიან მეხმარება. მიყვარს ენების სწავლა და რასაც მოხალისეობრივ საქმიანობაშიც გამოვიყენებ . ამჟამად, 3 უცხოურ ენას ვფლობ და კიდევ მსურს შესწავლა. 
მთავარი მიზანია, ვისწავლო უცხოეთში, ჩემი ქვეყანა სხვებს გავაცნო და დავანახო, რომ საქართველო ძალიან მაგარია. ვფიქრობ, რომ მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ამაზე ყოველდღიურად ვფიქრობ, რისთვისაც ბევრს ვშრომობ, რადგან გავხდე წარმატებული ადამიანი და ეს ცოდნა ქვეყანას მოვახმარო.
საკმაოდ შრომისმოყვარე აქტიური და მიზანდასახული ადამიანი ვარ სკოლაშიც და მის გარეთ. ყოველთვის ვცდილობ ჩემს სკოლაში არსებულ კლუბებში ხელმძღვანელობა მე გავუწიო, და ჩემი დახმარებით მოსწავლეები აქტიურად იყვნენ პროექტებში ჩართული არაფორმალურ განათლებაში.

სწორედ, ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე სკოლაში ჰელფინგ ჰენდის წარმომადგენლები მომეწვია და პრეზენტაციის სახით სხვებისთვის გაეცნოთ ინფორმაცია მოხალისეობასთან დაკავშირებით. ამ დღის შემდეგ, მე უკვე აქტიურად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ შემეძლო ჩემი გარშემომყოფი ახალგაზრდები ამეყოლიებინა, და ჩამერთო სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში. ჩემი აზრით, კარგად მივდივარ, მაგრამ კიდევ ვაპირებ უფრო უკეთესი იდეების განხორციელებას.

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰელფინგ ჰენდის მოხალისეობა ჩემთვის საპასუხისმგებლო და საამაყო საქმიანობაა.  ჩემი უნარებისა და იდეების გენერირების შესაძლებლობა, მეგობრული გარემო და საინტერესო ხალხთან ურთიერთობა მაძლევს იმის მოტივაციას, რომ საკუთარი თავის უკეთესი გავხდე. მოხალისეობაც სწორედ ესაა, შეცვალო იმ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, რომლებიც შენი ქვეყნის ნაწილი არიან.
სამომავლოდ, ვაპირებ ბევრი სხვა აქტივობის განხორციელებას, როგორებიცაა ტრენინგები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ვიზიტები და ა.შ.

Ani Jojua
Ani Jojua
გლდანი, ლესელიძის ქ., კორპუსი 20
Login to View contact details
Login

ყველა პროექტი

მოხალისეთა მიერ შესრულებული საათები

  • 4 საათი