მოხალისის შესახებ
ანა პაპიაშვილი- დუშეთის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე და მოხალისე მცხეთა-თიანეთის რეგიონიდან. 2023 - წლიდან აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში. მისი მიზანია რომ მომავალში ერქვას არა მხოლოდ მოხალისე არამედ ტრენერი ანა პაპიაშვილი
განათლება- დუშეთის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე( დაწყებითი საბაზო განათლება)
2023-დღემდე: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მოხალისე
2022- დღემდე: დუშეთის წითელი ჯვრის მოხალისე
2024- SkYE NET - მოხალისე
2024: დუშეთის ცენტრის
მოხალისე
ფლობს რამოდენიმე უცხო ენას: ქართული ( შესანიშნავად) ინგლისური ( კარგად)
მოხალისეობრივი საქმიანობა დიდი სიამოვნებას მანიჭებს. მართალია სულ რაღაც ერთი, ორი წელია რაც მოხალისე ვარ , თითოეული ტრენინგი და თითოეული საათი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რაც მთავარია ამ დრო ძალიან ვვითარდები. მოხალისეობით ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, თითოეული ტრენინგი ყოველთვის რაღაც კარგს და შემეცნებითს მაძლევს . მოხალისეობა მაძლევს სიყვარულს , მეგობრებს , სითბოს . შეიძლება თავიდან ყველაფერი არ გამოგვივიდეს მაგრამ არაუშავს ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, მეც თავიდან , თითქოს რაღაც კარგად არ გამოდიოდა, ტრენინგებზეც ძალიან მორცხვად და ჩუმად ვიჯექი რადგან მეშინოდა ჩემი პასუხი შეცდომით არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ძალიან თავისუფლად შემიძლია ლაპარაკი ნებისმიერ ტრენიგზე, ნებისმიერ თემაზე.