მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

1. ჩემი წლევანდელი პირველი მოხალისეობრივი აქტივობა ჩავატარე 21 მარტს, 3 მოხალისესთან ერთად ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვესაუბრეთ ბაქტერიის შესახებ, როგორ ვრცელდება ბაქტერია, მეთოდები იმისა თუ როგორ შევინართუნოთ ხელები სუფთა მდგომარეობაში და ჩავატარეეთ მცირეწლოვნების გასახალისებლად რამდენიმე გასართობი აქტივობა.

2. მეორე აქტივობა ჩატარდა 30 მარტს ქარელსა და გორში სადაც წავედი 2 თანატოლგანმანათლებელთან და ჰელფინგ ჰენდის მენეჯერთან ერთად. ჩვენი მიზანი იქ ჩასვლისა იყო, რომ თბილისის მოხალისეებსა და გორის/ქარელის მოხალისეებს გაგვეცვალა ინფორმაციები ჩატარებული აქტივობების შესსახებ. გარდა იმისა, რომ ორივე პროექტში მივიღე პრეზენტაციის წარდგენის პროცესში მონაწილეობა და ჩავერთე კონკრეტულ აქტივობებში, ვიყავი მოხალისე ფოტოგრაფი და ვაფიქსირებდი ყველა იმ საინტერესო და მნიშვნელოვან მომენტს რაც აქტივობის პერიოდში მოხდა.
3. 13, 18 და 21 აპრილს მე და ჩემი მეგობარი ვიყავით დაწესებულებაში: "დღის ცენტრი ზრდასრულებისთვის". ეს ასოციაცია პერიოდულად აწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შექმნილი სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამოფენას, რომელიც ერთგვარი შემოსავლის წყაროა ამ შშმ პირთათვის, რომელთაც უანგაროდ დავეხმარეთ სწორედ ამ გამოფენის ორგანიზებაში, ხელნაკეთი ნივთების გაფორმებასა და სრულყოფაში და შემდგომ მათ გაყიდვაში. ჩემი მიზანი იყო სწორედ გვერდში ამოვდგომოდი იმ ადამიანებს ვინც ჩემს დახმარებას სიხარულით მიიღებდა და მათთვის შემემსუბუქებინა ერთგვარი დატვირთვა ამ გამოფენისთვის მზადებაში.
4. 14 აპრილს თბილისის ჰიგიენის კლუბის წევრები ვესტუმრეთ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროგრამა. ჩვენი მიზანი იყო აგვემაღლებინა მცირეწლოვანი ბავშვების ცნობიერება ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ.
5. საკუთარი ფინანსური რესურსებით მე და ჩემმა მეგობარმა 22 აპრილს წინასააღდგომოდ შევიძინეთ (ზოგი რამ სახლში გაკეთებული წამოვიღეთ) პროდუქტები და დავურიგეთ ქუჩაში მყოფ გაჭირვებულ მოხუცებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საზოგადოებაში სააღდგომო/სადღესასწაულო განწყობა და მცირედი დახმარება გაგვეწია ისეთი ხალხისთვის, ვისაც ამ პროდუქტების შეძენის საშუალება ნაკლებად ჰქონდა
6. განვაახლე სისტემატიური სიარული ასოციაციაში "დღის ცენტრი ზრდასრულთათვის". მეგობრებთან ერთად ვეხმარები იქ მყოფ შშმ პირებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში.
7. 13 მაისს მოხალისეები ვიყავით ლაშქრობაზე მთაწმინდის ტერიტორიაზე და მიზანი გვქონდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენს ცხოვრებაში.
8. 18 მაისს ვიყავი მოხალისეებთან ერთად დასუფთავების აქციაზე მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
9. 23 მაისს ვიყავი წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ორ მოხალისესთან და ჰელფინგ ჰენდის ხელმძღვანელთან ერთად. ერთი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა მოვამარაგეთ წიგნებით, მეორე სოფელში კი ვითამაშეთ თამაში "პანდემიიდან სიმშვიდემდე". ორივე აქტივობის მსვლელობისას ვიყავი ამავდროულად მოხალისე ფოტოგრაფი.
10. 31 მაისს შუმანის ევროპულ სკოლაში რამდენიმე მოხალისესთან ერთად ჩავატარე ტრენინგი მოხალისეობაზე, ჰელფინგ ჰენდსა და ჰიგიენაზე. ამავდროულად ვიყავი მოხალისე ფოტოგრაფი.
11. პირველ ივნისს ვიყავი რამდენიმე მოხალისესთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სადაც 4 ჯგუფის აღსაზრდელებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჰიგიენის შესახებ თამაშ-თამაშით. ვიყავი მოხალისე ფოტიგრაფი. 
12. 3 და 7 ივნისს მეგობართან ერთად ვიყავი დაწესებულება "დღის ცენტრი ზრდასრულთათვის", სადაც გავართეთ შშმ პირები და დავეხმარეთ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებაში. 
13. 5 ივნისს ვიყავისაქველმოქმედო გარბენზე უკრაინის მხარდასაჭერად თელავში, სადაც ორგანიზატორებს დავეხმარეთ გარემოს მოწყობასა და ზოგადად ღონისძიების კარგად წარმართვაში.
14. 12 ივნისს 3 მოხალისესთან ერთად ვიყავი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე, როგორც მოხალისე ორგანიზატორი.
15. 13 ივნისს ზრდასრულთა დღის ცენტრში შშმ პირებს ჩავუტარეთ ჰიგიენის ნორმებსა და ბაქრეტიებზე ტრენინგი, რასაც დავურთეთ სახალისო აქტივობები.
16. 13 ივნისს ვიყავი ერთ-ერთი მიხალისის, თემო ხოჯაშვილის თეატრზე როგორც მოხალისე ფოტოგრაფი
17. 1 სექტემბერს სამიოდე მოხალისესთან ერთად განვახორციელე დასუფთავების აქცია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
18. 10 სექტემბერს "იდეათონის" ღონისძიებაზე ვიყავი მოხალისე მენტორი.
19. 14 სექტემბერს მოხალისეებთან ერთად დავალაგე ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.
20. 17 სექტემბერს, მსოფლიო ფასუფთავების დღეს, მოხალისეებთან ერთად დავასუფთავე ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.
21. 21 სექტემბერს, ახალქალაქში დანიშნულ ღონისძიებაზე წარვადგინე სპექტაკლი მოხალისეობასა და ჰიგიენაზე. ასევე წვლილი შევიტანე იქ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებასა და მობილიზებაში.
22. 13-16 ოქრომბერს, 3 დღის განმავლობაში, ქობულეთში ვიყავი მოხალისე ლიდერი პროექტზე "წყლის ადვოკატები".
23. 15 ნოემბერს UNICEF-ის პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე შევასრულე ბიჭი მოხალისე თოჯინის როლი, ასევე სტუმრებს გავაცანი ჩვენს მაგიდაზე წარმოდგენილი თამაშები და ა.შ.
24. 20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღეს მოხასიეები ვეწვიეთ მარტყოფის დღის ცენტრში. ჩავიტანეთ ტანსაცმელები და სასუსნავები. გავართეთ მიუსაფარი ბავშვები
25. ჩავატარე ბარათრბის გათამაშება 5ჯერ და ახალ მოხალისეებთან შეხვედრა 4ჯერ

ანა ხარატიშვილი
ანა ხარატიშვილი
სხვა
Login to View contact details
Login

ყველა პროექტი

მოხალისეთა მიერ შესრულებული საათები

  • 203 საათი