პროექტის დეტალი

ეზოს დიალოგი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 4
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტში „საზღვრებიდან ხიდებამდე“, ერთ - ერთ სესიაზე ორგანიზატორმა ანა კუპრავამ შემოგვთავაზა რომ პროექტის ფარგლებში ჩაგვეტარებინა საინტერესო აქტივობა „ეზოს დიალოგი“. აქტივობის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლრბთან ერთად ვიმსჯელოთ პრობლემატურ საკითხებზე, ვისაუბროთ კულტურათაშორის გაგებაზე, და მოვიფქიროთ დასახელებული პრობლემების აღმოფხვრის გზები. ვინაიდან ჩემი რამდენიმე კლასელი წარმოადგენს ეთნიკურ უმცირესობას, გადავწვიტე დამეორგანიზებინა „ეზოს დიალოგი“ მათთან. განვახორციელე აქტივობა, საგაკვეთილო პროცესებისთვის ამას ხელი რომ არ შეეშალა, ჩავატარე სკოლის საზღვრებს გარეთ. კლასელები კმაყოფილები დარჩნენ და მოისურვეს რომ კიდევ ჩამეტარებინა მსგავსი სახის აქტივობა.