პროექტის დეტალი

ეკო-პლატფორმა ახალგაზრდებისთვის

გამოყვეყნების თარიღი: Nov 10, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 2
პროექტი

პროექტის აღწერა

✨ჩვენ ვართ ეკოლოგიური ცნობიერების ხელშემწყობი ახალგაზრდული პლატფორმა. 🔹ჩვენი მთავარი მისიაა — ხელი შევუწყოთ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ეკოლოგიური, კულტურული და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას არაფორმალური განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზით. 🔹ჩვენი მიზანია — ახალგაზრდებისთვის შევქმნათ მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე და თვითრეალიზაციაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც თითოეული მონაწილე აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და გახდება აქტიური მოქალაქე. 🔹პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, სადაც გაიმარჯვა ჩვენმა წარდგენილმა ინიციატივამ: "ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ეკოტურისტული ინიციატივა". 🔹 პროექტს ვახორციელებთ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის, სენაკის წარმომადგენლობასთან კოლაბორაციით. 🔹ინიციატივას მხარს უჭერენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council და ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი .