პროექტი
პროექტის აღწერა
"2025 წლის საუკეთესო მოხალისი ჯილდოსთან" დაკავშირებით ჩავატარე სამი აქტივობა.
I აქტივობა
სკოლის მასშტაბით, მე - 7 კლასიდან მე - 11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ჩავუტარე საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო”. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, მოსწავლეებმა დამისვეს კითხვები, უპასუხეს დასმულ შეკიტხვებს: აქამდე იყვნენ თუ არა მოხალისეები, ამ შეხვედრის შემდეგ გახდებოდნენ თუ არა და ა.შ. ბოლოს შეხვედრის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს ვათამაშე kahoot ი.
II აქტივობა
სტუდენტურ პარლამენტში ჩავატარე შეხვედრა იგივე თემაზე, საინფორმაციო ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოსწავლეთა განვითარების ჰაბის წევრები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები ჩავრთე თამაშ, kahoot ში რომ შეხვედრა ინტერაქციული გამოსულიყო.
III აქტივობა
ბათუმის 28-ე საჯარო, გორის მე-6 საჯარო, სათხის საჯარო, ქუთაისის 21-ე საჯარო, დაბა ხარაგაულის მე-3 საჯარო, სოფელ ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ჩავატარე საინფორმაცია შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ითამაშეს kahoot ი.
ამ შეხვედრების ჩასატარებლად, სპეციალურად შევქმენი თემასთან დაკავშირებული ე.წ Kahoot ი, სადაც მონაწილეებმა 13 შეკითხვას გასცეს პასუხი, ხოლო გამარჯვებულები გახდნენ ისინი, რომლებმაც სხარტად, სწრაფად და სწორად უპასუხეს კითხვებს. სამივე აქტივობისას, გავამახვილე ყურადღება საიტზე: youthvolunteering.ge, რათა ახალგაზრდები დარეგისტრირებულიყვნენ და გაეზიარებინათ მათი მოხალისეობრივი საათები ამ პლატფორმაზე. ძალიან მიხარია რომ ამ თემამ დამსწრე აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია და კითხვების უმეტესი ნაწილი აღნიშნულ საიტს ეხებოდა.