პროექტი
პროექტის აღწერა
მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთანავე, გავაგრძელე მოხალისეობა საქართველოს კარიტასში. წელს, გადავედი პროგრამაში „მზესუმზირები”, სადაც თავდაპირველად ვეთამაშებოდით და დროს ვატარებდით ბავშვებთან. პროგრამის დაწყებისთანავე უნდა გვესწავლებინა ინგლისური ბავშვებისთვის, თუმცა ჯგუფების შექმნას დრო დასჭირდა და ახლა უკვე მესამე გაკვეთილის ჩატარებისთვის ვემზადებით. ავიყვანეთ ჯგუფი, ჯერ ჯერობით A1 - A2 დონის ჯგუფი, თუმცა მომავალში იგეგმება ახალი ჯგუფების შექმნა სადაც კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. კარიტასში მისვლას ყოველ ერთ კვირაში ვახერხებთ, ამიტომ გაკვეთილებსაც კვირაში ერთხელ ვატარებთ, თუმცა გაკვეთილების ხანგრძლივობად ორ საათ ნახევარი - სამი საათი გვაქვს გათვალისწინებული. (ფოტო მასალაში ნაჩვენები ბავშვების სახეები დაფარულია, ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით).