პროექტი
პროექტის აღწერა
საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში, მოვიწვიე საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის GMUNA ს (Georgian Model United Nations Association) ხელმძღვანელი, ნინი მამალაშვილი. მან ისაუბრა ასოციაციაზე, გაეროს მოდელირებაზე და მიმდინარე ასოციაციის დაორგანიზებულ პროექტზე. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქციული გამოვიდა, დამსწრე აუდიტორიას ბევრი შეკითხვა გაუჩნდა ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა 70 მდე სტუდენტი და მოსწავლეთა განვითარების ჰაბის წევრი.