პროექტის დეტალი

გერმანულენოვანი კლუბის ლიდერი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 150
პროექტი

პროექტის აღწერა

სკოლაში შევქმენი კიდევ ერთი კლუბი - "გერმანულენოვანი კლუბი", "Deutschsprachigen Klub". კლუბის შექმნის იდეა და სურვილი ყოველთვის მქონდა,  ხოლო ეს იდეა რეალობად 2024 წელს ვაქციე. რადგან ჩემს სკოლაში ისწავლება გერმანული, მსურდა, რომ,  ამ ენის მიმართ უფრო დიდი დაინტერესება ყოფილიყო და მოსწავლეებში გამეუმჯობესებინა გერმანული ენა და მისი შესწავლისთვის მოტივაცია. უკვე ერთ წელია რაც კლუბის ლიდერი ვარ და ჩემი კლუბის წევრებთან ერთად არა ერთი აქტივობა განვახორციელე. კლუბის მთავარი მიზნებია: · გერმანული ენის ცოდნის და გამოყენების გაუმჯობესება; · გერმანულენოვანი კულტურის, ტრადიციების და ლიტერატურის გავრცელება; · მნიშვნელოვანი უნარების განვითარება; · კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. პირველი აქტივობა იყო შემდეგნაირი, ვიყავით გერმანულ სოფელში, ასურეთში, სადაც მოვინახულეთ მათი ეკლესია, საცხოვრებლები და ასევე გერმანელების ისტორიული სასაფლაო. მას შემდეგ დავაორგანიზეთ კიდევ ბევრი სხვა აქტივობა და ღონისძიება. (საათების ველში არის მითითებული 2025 წელს შესრულებული საათების რაოდენობა)