პროექტი
პროექტის აღწერა
2023 წლიდან, ვფლობ სკოლაში უპირველეს კლუბს, ჟურნალისტთა კლუბს "სხივი ნიუსს". თავდაპირველად კლუბში 60 - მდე მოსწავლე იყო გაწევრიანებული, მოგვიანებით ისინი გადანაწილდნენ და მოირგეს სხვადასხვა როლები(ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე). კლუბის ფუნქციონირებისთვის, შევასრულე ყველა საფეხური. დავწერე კლუბის დებულება, სამოქმედო გეგმა, წესდება... თითოეული მათგანი განახლებულია ყოველწლიურად. რამდენიმე თვეში გახდება 3 წელი, რაც ამ კლუბის ლიდერი ვარ. წინა სასწავლო წელს კლუბის წევრებმა ამირჩიეს ლიდერად ხელმეორედ, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა. ამ ხნის განვმალობაში, იყო დაბრკოლებები კლუბში, როგორც მეგობრულ თანამშრომლობაში, ასევე ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, თუმცა კლუბის წევრებმა და მე, ერთობლივად შევძელით ბევრი სირთულის გადალახვა.
თავად კლუბს რაც შეეხება, ჩვენი მიზნებია:
● სკოლაში გადავიღოთ ყველა ის ღონისძიება რაც ჩატარდება (იგულისხმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები);
● რეპორტაჟების, ინტერვიუების, სიუჟეტების, გადაცემების, გამოკითხვების, ფოტორეპორტაჟების, გაზეთის გამოქვეყნება და სკოლის საზოგადოების დაინტერესება აღნიშნულით;
● კლუბში გაწევრიანებულმა ბავშვებმა განავითარონ ის აუცილებელი უნარები როგორიცაა:ჯგუფური მუშაობა და ლიდერობა;
●კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა ისწავლონ, ჟურნალისტიკის პრინციპები, სამუშაო გამოცდილება და გამოცდილება მიიღონ ჟურნალისტიკის მხრივ;
● ბევრი ადამიანი დაინტერესდეს კლუბით და მეტად მაშტაბური სახე მიეცეს კლუბს;
კლუბი ეტაპობრივად ვითარდება და ვითარდება. თავიდან, დავიწყეთ მხოლოდ რეპორტაჟების გადაღებით ახლა კი კლუბს მრავალმხრივი მიმართულება აქვს. გავაფართოვეთ როლების არეალი, სულ თავიდან თუ სამი როლი იყო, ახლა შვიდია:
1.ჟურნალისტი(კორესპონდენტი, ფოტოჟურნალისტი)
2.ოპერატორი
3.მემონტაჟე
5.სცენარისტი/ბლოგერი
6.დიზაინერი
7.კონტენტ კრეატორი
ჩემი, როგორც ლიდერი მოვალეობაა ვმართო და გავუძღვე კლუბს, შევინარჩუნო კლუბის სტრუქტურა, ჩამოვაყალიბო მეგობრული გარემო და რა თქმა უნდა წევრებთან ერთად ვიმუშავო კლუბის მიზნების სისრულეში მოყვანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ლიდერი ყოველთვის ვეუბნები წვერებს რომ მე მათზე წინ არ ვდგავარ, უბრალოდ დამატებით ვასრულებ გარკვეულ მოვალეობებს, მეც მათი წევრი ვარ, ჩვეულებისამებრ ვარ ჩაწერილი ჯგუფებში და ვარ შვიდივე როლის შემსრულებელი ანუ შემიძლია ჩავანაცვლო ნებისმიერი მათგანი, გამოუვალი სიტუაციის დროს. სწორედ ჩემი მოვალეობების შესრულება და მეტიც, არის ის, რასაც სამი წელია ვაკეთებ, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილია და რაც ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთობლივად ვქმნით გადაცემებს, გამოკითხვებს, ასევე ვიყავით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მოვინახულეთ საგამოშვებო, რადიოს ოთახები და მივიღეთ თეორიული ცოდნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მყოფი სტუდენტებისგან.
კლუბს აქვს სოც. ქსელები:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/profile.php?id=61553671544479
ინსტაგრამი: https://www.instagram.com/skhivi_news/
ტიკ - ტოკი: https://www.tiktok.com/@skhivi_news?_r=1&_t=ZS-919vY2dwPDe
ბოლო დროის, კლუბის ყველაზე დიდი სიახლე არის გაზეთი. ჩვენ შევქმენით სკოლის გაზეთი, სადაც ყოველთვიურად იბეჭდება მოსწავლეების წარმატებები, მოსწავლეების შემოქმედება, მასწავლებლების რუბრიკები და სკოლასთან დაკავშირებული სიახლეები. გაზეთი ფუნქციონირებს როგორც მატერიალურად, ასევე არამატერიალურად. ჩემთვის "სხივი ნიუსი" ძალიან ბევრს ნიშნავს, 13 წლის ვიყავი, რომ ჩავუყარე საფუძველი და ახლა 15 წლის ვარ, ფაქტიურად კლუბთან ერთად მეც გავიზარდე. კლუბს ჰყავს კოორდინატორი მასწავლებელი, რომლის წვლილიც უდიდესია კლუბის წინსვლასა და ფუნქციონირებაში. ამ კლუბის შემდეგ, ბევრმა მოსწავლემ აიღო მაგალითი და შექმნა სხვა მიმართულების კლუბი, რამაც კიდევ უფრო გამახარა. კლუბის ლიდერობა სრულიად მოხალისეობრივია, ყველაფერს რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, ემსახურება ბავშვების განვითარებას, მოტივირებას და სკოლას. მე და კლუბის წევრები, ვცდილობთ რომ კლუბმა შეინარჩუნოს მისი სტატუსი, და იყოს გამორჩეული კლუბი სკოლაში. (საათების გრაფაში არის მითითებული მხოლოდ 2025 წელს კლუბისთვის შესრულებული საათების ოდენობა)