პროექტის დეტალი

"საზღვრებიდან ხიდებამდე" პროექტის გამარჯვებული

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 9
პროექტი

პროექტის აღწერა

23 ივლისს, გაიმართა პირველი შეხვედრა პროექტის "საზღვრეგიდან ხიდებამდე", რომელსაც ფიზიკურ ფორმატში დავესწარი. პროექტის ფარგლებში მქონდა სტატუსი "ახალგახრდა ელჩის". პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრებ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგისა და ნდობის მშენებლობას, ეთნიკური მიკერძოებებისა და სტიგმების აღმოფხვრას, ახალგაზრდების გაძლიერებასა და მშვიდობისკენ მიმართულ ინიციატივების წახალისებას. პროექტის განვმალობაში, განვიხილეთ თემები: ჩვენი იდენტობის მშვიდობასთან დაკავშირება; მშვიდობა, კონფლიქტი და ძალადობა; ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოებები: გენდერული თანასწორობის პერსპექტივა; ახალგაზრდებში რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის პრევენცია; ;მოხალისეობა. პროექტის ერთ - ერთ ეტაპზე, ჩვენი, მონაწილეების დავალება იყო გაგვეკეთებინა პოსტერი განვლილი თემებიდან ერთ - ერთზე, პოსტერები გამოქვეყნებოდა და ყველაზე მეტი სოც. გამოხმაურების მქონე ნამუშევრის ავტორი გახდებოდა გამარჯვებული. გავაკეთე ორი პოსტერი სხვადასხვა თემაზე, შემდგომ ავირჩიე ერთ - ერთი, რომლის თემა იყო მშვიდობა, პოსტერს ერქვა: We are the people. ჩემმა ნამუშევარმა მოაგროვა 215 მოწონება, 40 კომენტარი და 8 გადაზიარება. გავხდი გამარჯვებული. პოსტერის მთავარი მიზანი იყო, ჰქონოდა კულტურული დატვირთვა, ისეთი, რომელიც ადამიანებს დააფიქრებდა საერთო ღირებულებებზე და ერთმანეთთან დააკავშირებდა. ეს წარმატება იყო ჩემთვის იმის დასტური, რომ ჩემი იდეა და შრომა დაფასდა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი ის იქნება, როცა ადამიანები მიხვდებიან გზავნილს, რაც პოსტერში ჩავდე. პროექტის ორგანიზატორი გახლდათ ანა კუპრავა - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალგაზრდა მშვიდობისმშენებლების პროგრამის მე-8 გამოცემის მონაწილე; “ჰელფინგ ჰენდის” მოხალისე ელჩი. მისი გაცნობა ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო, რადგან მისმა გამოცდილებამ და კარიერამ მანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ის ჩემთვის დიდი მაგალითია.