პროექტი
პროექტის აღწერა
ვიყავი მოხალისე ორგანიზატორი, გაეროს მოდელირების პროექტზე. დავრეგისტრირდი ორგანიზატორად "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის" პროექტზე. მხვდა წილად ვყოფილიყავი საერთაშრისო სამართლის კომიტეტის ორგანიზატორი. შევადგინე დელეგატების სია, ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნე საორგანიზაციო საკითხები მათ. სამი დღის განვმალობაში თვალს ვადევნებდი საკომიტეტო სამუშაოებს და ვაორგანიზებდი სხვადასხვა საკითხებს დელეგატებისთვის და ხელმძღვანელებისთვის. დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ვიყავი ორგანიზატორი და დღის გეგმის მიხედვით კოორდინაციას ვუწევდი კომიტეტს. გარდა კომიტეტის ორგანიზატორისა, ვიყავი გარე ორგანიზატორიც, ჩემი მოვალიეობა იყო სპონსორების მოძიება და დათანხმება თანამშრომლობაზე. არაორგანიზებულად მოწოდებული ინფორმაციის გამო, მქონდა ძალიან მცირე დრო ამისთვის, 1 კვირა. თუმცა მე მაინც მოვიძიე და დავითანხმე სპოსორები, მათგან ერთ - ერთი იყო წიგნების მაღაზია "დიოგენე". ორი დღე თავისუფალ სკოლაში ტარდებოდა პროექტი, ხოლო ბოლო დღე ჩატარდა "ნიუ ვიჟენის" უნივერსიტეტში. ეს გამოცდილება დასამახსოვრებელი იყო, გამოვცადე გაეროს მოდელირების ორგანიზატორის ამპლუა, და გავაუმჯობესე ჩემი საორგანიზაციო უნარები.