პროექტის დეტალი

ტანსაცმლის შეგროვება&დარიგება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 8
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემი და ჩემი ტყუპის ინიციატივით, შევაგროვეთ ტანსაცმელი და გადავეცით ერთ - ერთ ოჯახს.  დავუკავშირდით ჩვენს მეგობრებს და ვკითხეთ თუ ჰქონდათ სურვილი რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს ინიციატივაში, თანხმობის შემდგომ მივაცით მათ 1კვირა შეეგროვებინათ ტანსაცმელი. რა თქმა უნდა, ამ ხნის განვმალობაში ვაგროვებდით ტანსაცმელის უმეტეს ნაწილს მე და ჩემი ტყუპი, თუმცა ჩვენი მეგობრების დახმარებით უფრო დიდი რაოდენობის ტანსაცმელი გამოგვივიდა. ამ ყოველივეს რამდენიმე კვირის განვმალობაში ვაორგანიზებდით. შეგროვების შემდეგ გადავახარისხეთ და გადავანაწილეთ ტანსაცმელი პოლიეთილენის პაკეტებში. საბოლოოდ, ვიპოვეთ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი მარტოხელა დედით მუხიანში და გადავეცით მათ ჩვენი შეგროვებული ტანსაცმელი. ოჯახმა არ ისურვა ფოტოს გადაღება, ამიტომ მხოლოდ შეგროვებული ტანსაცმლით ფოტო გვაქვს.