პროექტი
პროექტის აღწერა
24 აგვისტოს მივიღე შეტყობინება რომ წარმატებულად გავიარე ქართულის მოხალისე მასწავლებელზე რეგისტრაცია. ამის შემდეგ ონლაინ გავიცანი ჩემი თანამოხალისეები, შევადგინეთ სასწავლო გეგგმა, გადავინაწილეთ კატეგორიები და დავიწყეთ მოხალისეობა. მე ავიყვანე B1-B2 დონის მოსწავლეები. გავაკეთე სასწავლო სამ თვიანი კურიკულუმი. პირველ გაკვეთილზე მქონდა გაცნობითი შეხვედრა, უმეტესობა იყო სტუდენტი, ეროვნებით სომეხი, აზერბაიჯანელი ან თურქი მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში, იმერეთში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ვინაიდან, 10 წელია რაც სწორედ ამ ეროვნების რამდენიმე კლასელი მყავს და თუქრულს საუბრის დონეზე ვფლობ არ გამიჭირდა მათთან კომუნიკაცია. პროგრამის ფარგლებში 3 თვის განვმალობაში უნდა ვასწავლოთ მონაწილეებს მეტყველების და გაგების დონეზე ქართული ენა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პროგრამა არ დასრულებულა ჩავატარე 9 გაკვეთილი. (მათგან ორ გაკვეთილზე ჩავანაცვლე სხვა მასწავლებლები რაღაც მიზეზების გამო, და ჩავუტარე გაკვეთილი A1-A2 დონის მოსწავლეებს). თითოეულ გაკვეთილზე, ვამზადებ თემის შესაბამის პრეზენტაციებს canva ში, რაზეც საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავ, რადგან საინტერესოდ მივიტანო მოსწავლეებამდე სასწავლო მასალა. ამასთან ვაკეთებ თემასთან დაკავშირებულ ე.წ kahoot ებს, რის საშუალებითაც მონაწილეები თან ერთობიან და თან ახალ ინფორმაციებს იგებენ. ამ ხნის განვმალობაში ბევრი უნარი შევიძინე, რეალურად ვიყავი მასწავლებლის ამპლუაში, რამაც ბევრი რამ მანახა. იმისათვის რომ ჩემს მოსწავლეებს მაქსიმალურად კარგი შედეგი ჰქონდეთ, ვცდილობ გავაუმჯობესო და სხვადასხვანაირად ავუხსნა მათ მასალა, ასევე ვასწავლო მათ სხვადასხვა მეთოდით, ამისთვის ვიყენებ on. ge ს, kahoot ს და თავად ვამზადებ ქუიზებს.