პროექტის დეტალი

ტრენინგი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 01, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 200
პროექტი

პროექტის აღწერა

მე და ჩემმა ტყუპმა ზაფხულში ჩავატარეთ სამ დღიანი ტრენინგი საზღვარგარეთ ჩაბარებაზე და შესაძლებლობებზე. თავდაპირველად გჩნდა იდეა ჩვენი ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეზიარებინა. ამ იდეის რეალობად გადაქცევაში, დამეხმარა "ჰელფინგ ჰენდის" დირექტორი ნინო თოდუა. ვინაიდან, მსურდა რომ ეს ინფორმაცია ბევრ ახალგაზრდამდე მისულიყო, პოპულარიზაციის მიზნით კარგი იქნებოდა რომ ეს ინფორმაცია დაგვეპოსტა ორგანიზაციის სოც. ქსელების გვერდებზე. სწორედ ამაში დაგვეხმარა ქალბატონი ნინო. გავაკეთე საინფორმაციო პოსტერი, დავწერე აღწერა, შევქმენი სარეგისტრაციო ფორმა და საორგანიზაციო დეტალები მოვაგვარე. პოსტის გამოქყეყნების შემდეგ შემოვიდა 100 - ზე მეტი შევსებული ფორმა. ეს ჩემთვის იყო უდიდესი მოტივაცია და სტიმული, რომ გამეკეთებინა ის რაც ძალიან მიყვარდა, მოხალისეობა. Google Meets ს აქვს ლიმიტი, რომ 100 კაცზე მეტი არ არის დაშვებული შეხვედრაზე, ამიტომ მონაწილეები დავყავი სამ დაკადად. თითოეულ მონაწილეს პირადად გავუგზავნე ინფორმაციული და ორგანიზაციული მასალა ელექტრონული ფოსტით. თემები კი ასე გადავანაწილე: I დღე - საზღვარგარეთ ჩაბარება ბაკალავრიატზე (კარიერის&კოლეჯის კონსულტაცია) II დღე - საზღვარგარეთ ჩაბარება მაგისტრატურაზე/დოქტორანტურაზე III დღე - რჩევები&შესაძლებლობები საბოლოო ჯამში საკმაოდ ინტერაქციული ტრენინგი გამოვიდა. დასასრულს გავაკეთე ე.წ feedback ანუ უკუკავშირის ფორმა, სადაც მონაწილეებისგან მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასებები. ამის შემდეგ თითოეულს დავუმზადეთ სერტიფიკატები და გადავიგზავნეთ ელექტრუნულ ფოსტაზე. საბოლოო ჯამში, საკმაოდ ინტერაქციული ტრენინგი გამოვიდა.