პროექტის დეტალი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩი(YEA)

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩი
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და ის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის — EU NEIGHBOURS east-ის ნაწილია. ქსელის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხებზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისათვის.

ეს არის არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობებით აკავშირებს ახალგაზრდებს. 2023 წელს გავხდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი აპლიკაციასა და ინტერვიუს საფუძველზე.