პროექტი
პროექტის აღწერა
2 მაისი ყველა ქუთაისელს განსაკუთრებულად უყვარს, რადგან ამ დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. წელს ქუთაისქალაქობას, ქუთაისს ეწვივნენ მეგობარი ქალაქების დელეგაციები(14-მდე ქალაქის დელეგაცია). ქუთაისის მერიას 8 ახალგაზრდა, სრულიად მოხალისეობრივად ვეხმარებოდით დელეგაციების მასპინძლობაში.
დელეგატები ეწვივნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისიტეტს, სადაც დელეგატი ქვეყნების წარმომადგენლებმა და ქალაქ ქუთაისის მერმა მცირედი მოხსენებები გააკეთეს. მოხალისეებმა დავათვალიერებინეთ დელეგატებს ქუთაისის ისტორიული მხარე და ერთად დავესწარით ქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს.