პროექტის დეტალი

ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2023 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც 27 წევრია,  მათ შორის 3 არასამთავრობო ორგანიზაცია.

საბჭოს მიზანია ადგილობრივ დონეზე(ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესის ხელშეწყობა. საბჭოს საქმიანობის შედეგიანობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფები(კომიტეტები): სპორტისა და კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და არაფორმალური განათლების, ეკონომიკისა და სოციალური. 

მე, ლიზი უკლება ვარ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი და ვარ ახალგაზრდული პოლიტიკისა და არაფორმალური განათლების კომიტეტში.