პროექტის დეტალი

მოხალისეთა კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მიმდინარე წლის გაზაფხულზე(24 მარტი-9 ივნისი) სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებდა პროგრამას "მოხალისეთა კლუბი," რომელშიც მონაწილეობას იღებდა 19 მოხალისე. პროგრამის მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზირება ქალაქ ქუთაისში. პროგრამის ფარგლებში მოხალისეებმა ჩავატარეთ შეხვედრები 10-მდე სკოლაში მოხალისეობისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. შეხვედრებს დაახლოებით 150-მდე ადამიანი დაესწრო. ამასთან პროგრამის ფარგლებში შევქმენით დახურული  Facebook ჯგუფი "ქუთაისის მოხალისეთა კლუბი," რომელსაც ამჟამად 1100-მდე წევრი ჰყავს და აქტიურად ვაზიარებთ ინფომაციებს ქუთაისში არსებული ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ.

ამჟამად ვარ იმავე პროგრამის მოხალისე ტექნიკური ასისტენტი. პროგრამა მიმართულია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგის" ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიებისადმი - "ის მაინც არსებობს," რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით ქუთაისში მცხოვრებ ოჯახებს, რათა ვაჩუქოთ მათ ახალი წელი.