რადიო "ჩემი ხმა"
გამოყვეყნების თარიღი: Jul 04, 2026
პროექტის განხორციელების პერიოდი: 23 Feb, 2026 - 05 Jun, 2026
ჩართული მოხალისეები: 20
მოხალისეობრივი საათი: 30
პროექტი
პროექტის აღწერა
"ჰელფინგ ჰენდის" მოხალისეთა კოორდინატორობის ფარგლებში განვახორციელე კიდევ ერთი პროექტი რადიო "ჩემი ხმა". პროექტის მიზანი იყო, მოხალისეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება და გაღრმავება, როგორებიცაა: კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნება, ლიდერობა, დროის მართვა, პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ორგანიზაციული და დაგეგმვის უნარები. პროექტი აძლევდა ახალგაზრდა მოხალისეებს საშუალებას, გამოეცადათ საკუთარი თავი ჟურნალისტის, ოპერატორის ან მემონტაჟის ამპლუაში. პროექტის ფარგლებში ჩავატარე არაერთი შეხვედრა, შეხვედრები იყო დატვირთული როგორც პროექტის ინფორმაციული ნაწილით, ასევე მონაწილეთა იდეების/ინიციატივების დაფიქსირებით. მიუხედავად იმისა რომ პროექტში არ იყო მოხალისეთა უმეტესობა ჩართული, პროექტმა როგორც მე, ასევე სხვა აქტიურ მოხალისეებსაც დიდი გამოცდილება დაგვიტოვა.