პროექტის დეტალი

პლასტმასის ბოთლების შეგროვება, კომპანია ''ტენე''-ს მხარდაჭერით.

გამოყვეყნების თარიღი: May 15, 2023

პროექტის აღწერა

აქტივობა მოიცავს სასკოლო და ადგილობრივ თემში პლასტმასის ბოთლების შეგროვების კულტურის განვითარებას. კლუბ '' კანუდოსის'' დონორებმა სკოლას შეუძინეს ''ტენეს'' პლასტმასის ბოთლებისთვის განკუთვნილი ყუთი. აუცილებლად განსახორციელებელი აქტივობა:შეგროვდეს 10 ყუთი. აქტივობას დაეთმო 1 თვე, რომელშიც ჩართული იყო 71-ე საჯარო სკოლის კლუბისა და თვითმმართველობის წარმომადგენელი მოსწავლეები, როგორც დაწყებითი, საბაზო და ისე საშუალო საფეხურიდან, ჩართული კლასები დავაჯილდოვეთ სერთიფიკატებით. ბოთლების შეგროვება მოხდა არამხოლოდ სკოლიდან, არამედ თემიდანაც, რაც მოიცავდა ელექტრონულად რაიონის ჯგუფში ინფორმაციის გავრცელებასა და ადამიანების მიერ დაინტერესებას. ასევე ჩაერთო ორი სკოლა, 160-ე და 6-ე საჯარო სკოლები. კომპანიამ ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ გაგვიწია ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე, რომელიც სკოლის ტექნოლოგიურად აღჭურვას ეხმიანება.


პროექტის ავტორი
, თბილისი

სალამი! მე ვარ ანი ჯოჯუა, 16 წლის, თბილისიდან.ვსწავლობ სსიპ ქ.თბილისის N71 საჯარო სკოლის XI/ა კლასში.სამომავლოდ პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, თუმცა რაც არ უნდა გადავწყვიტო, ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაზე ვიქნები ორიენტირებული. მომწონს მ... განაგრძეთ კითხვა