პროექტის დეტალი

ინტერაქციული ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებთან

გამოყვეყნების თარიღი: Mar 21, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

21 მარტს,მხვდა წილად,მიმეღო მონაწილეობა, წარმემართა ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად. ჩემმა მეგობრებმა წარადგინეს საინფორმაციო ვიდეოები,გავმართეთ დისკუსია და კონკრეტულად ჩემი მოვალეობა გახლდათ აქტივობის გაკეთება. გავაკეთე ინფორმაციული კითხვარი (იგივე QUIZ) სადაც დავწერე დახურული კითხვები და 4 სავარაუდო პასუხი. სულ კითხვარი შეადგენდა ოცამდე კითხვას. საკმაოდ კარგად წარიმართა აღნიშნული აქტივობა,დამსწრე აუდიტორიამ თითქმის ყველა შეკითხვაზე დააფიქსირა სწორი პასუხი. ავღნიშნავ იმასაც, რომ კითხვარის ბოლოს იყო შესაფასებელი კითხვა სადაც აუდიტორიას უნდა შეეფასებინა თუ რამდენად კარგი და საინტერესო იყო ეს აქტივობა,პასუხად მივიღე დადებითი ემოციები,რადგან შეაფასეს ჩემი კითხვარი როგორც ძალიან საინტერესო აქტივობად. საბოლოო ჯამში,წარატებით დასრულდა ეს შეხვედრა,აუდიტორიაც ნასიამოვნები დარჩა და ორგანიზატორებიც.


ინტერაქციული ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებთან
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოხალისეობა დავიწყე 2025 წლის მარტში,პროგრამაში მოხალისეები თბილისის ახალგაზრდებისთვის. მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება მანიჭებს ბედნიერებას და მჭირდება ჩემს სამომავლო კარიერაში. განაგრძეთ კითხვა