პროექტის აღწერა22 აპრილს, დედამიწის დღეს მე და ჩემმა თანამოხალისეებმა ჩავატარეთ ონლაინ შეხვედრა სადაც ვისაუბრეთ გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ოკეანის დაბინძურებაზე და გლობალურ პრობლემებზე. გადავინაწილეთ აღნიშნული თემები და დამსწრე აუდიტორიას დეტალურად ვესაუბრეთ თითოეულზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას აუდიტორიის ჩართულობა მკვეთრად იგრძნობოდა.ინტერაქციული კითხვებითა და საინტერესო მსჯელობით შეხვედრას განსაკუთრებული დინამიკა მიეცა. მონაწილეები აქტიურად აზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებსა და გამოცდილებებს, რაც თემების უფრო ღრმად გაანალიზების საშუალებას გვაძლევდა.დედამიწის დღეს მივუძღვენით არა მხოლოდ საუბარი, არამედ რეალური მოქმედებისკენ მოწოდებაც. 
