პროექტის დეტალი

ერთად გადავარჩინოთ მარტყოფის ოთხფეხა მეგობრები

გამოყვეყნების თარიღი: Apr 20, 2024

პროექტის აღწერა

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მეტად აქტუალური საკითხის - მიუსაფარი ცხოველების თემის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას და ცნობიერების დონის ამაღლებას, იმ საკითხების შესახებ თუ როგორია მიუსაფარ ცხოველთა ყოფა საქართველოში, რა საფრთხეს წარმოადგენენ ისინი ადამიანისთვის და როგორ ავირიდოთ თავიდან დაავადებების გავრცელება, რა პასუხისმგებლობაა შინაური ცხოველის ყოლა და რა გვაავშირებს მათთან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროპის ფონდი, მის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე აქტივობა : 
1) ონლაინ კამპანია - სახელმძღვანელოს შექმნა, სიუჟეტის ჩაწერა.
2) ტრენინგი თემაზე - მიუსაფარ ცხოველთა ყოფა საქართველოში 
3) კედლის მხატვრობა 
4) ძაღლის სახლების განთავსება 
5) მიუსაფარ ცხოველთა დაპურება 
6) პეტიციის შეტანა მუნიციპალიტეტში და ცხოველთა აცრა, სტერილიზაციის მოთხოვნა


პროექტის ავტორი
, ქვემო ქართლი