პროექტის დეტალი

ასწავლე, გახადე მედიაწიგნიერი!

გამოყვეყნების თარიღი: Aug 27, 2021

პროექტის აღწერა

 დღევანდელ საზოგადოებაში, ნათლად გამოიკვეთა პრობლემა დეზინფორმაციის გავრცელებასთან  დაკავშირებით. მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით ათასობით Fake News ვრცელდება, რის გამოც ხალხმა აღარ იცის, რას ენდოს. დაიჯეროს თუ უარყოს ესა თუ ის ინფორმაციამსგავსი პრობლემა ჩვენს თემსა და სკოლის მოსწავლეებშიც შევნიშნეთ, ხშირად ხდებოდა ისე, რომ სოციალურ ქსელში სისტემატურად ზიარდებოდა ესა თუ ის ინფორმაცია მათ მიერ, რომელიც იყო ყალბი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგეგმა პროექტი სახელწოდებით, „ასწავლე, გახადე მედიაწიგნიერი!“ პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლეებსა და თემში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით  ცნობიერების დონის ამაღლება და ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებმა მიიღეს სასარგებლო რჩევებ, რომელთა საშუალებითაც უკეთესად შეძლებე მანიპულაციის ამოცნობას, ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან განსხვავებას. პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები: 1.ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და კვლევა  პროექტის ბენეფიციარებთან;  ტრენინგი თემაზე: „გაზომე სიმართლე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლის, მაია რატიანის მონაწილეობით. ტრენინგში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საპროექტო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს დისკუსიები  „მასობრივი კულტურა და ცრუ ინფორმაცია- როგორ არ გავებათ მახეში“; „ ცოდნა- ძლიერი იარაღი შეცდომების წინააღმდეგ!“; „განათლება  ჩემი უფლებაა, მედიაწიგნიერება მაძლიერებს“ პროექტში ჩართული პირებმა ნახეს და განიხილეს თემატური ქეის-ვიდეორგოლები. მოსწავლეთა მიერ დამზადდა თემატური პოსტერები და ბანერები და გამოიფინა სასკოლო სივრცეში. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, გამოცდილების გაზიარება, პროექტში მონაწილე პირთათვის სერტიფიკატების გადაცემა მოტივაციის ამაღლების მიზნით. ბენეფიციარების საბოლოო ანკეტირება პროექტის შედეგების დასადგენად, რა ისწავლეს პროექტზე მუშაობისას, სამომავლოდ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. პროექტის განხორციელების შედეგად ბენეფიციარებში მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების დონე გაიზარდა 80%-ით, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერებ და საინფორმაციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში,  შეიძინეს საკომუნიკაციო, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები. პროექტის ყველა მონაწილემ ისწავლა, რომ ყურადღებით და ფრთხილად უნდა გამოიყენოს სოციალური ქსელები და სხვა მედიასაშუალებები, რათა არ გახდეს Fake News-ებისა და დეზინფორმაციის მსხვერპლი.  


პროექტის ავტორი
, იმერეთი