მოხალისეები

  • ოთარ ტოფაძე 1_45.jpeg

    ოთარ ტოფაძე, პროექტის მონაწილე, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

    ძალიან მიხარია, რომ ამ საინტერესო პროექტის მონაწილეთა შორის ვარ. ასეთი პროექტები არაფორმალური განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა და ჩემი მთავარი მოტივაცია, რის გამოც კონკურსში დავრეგისტრირდი - სწორედ ეს იყო.

    თავდაპირველად მონაწილეებს ჩაგვიტარდა ტრენინგები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობა. ასევე, ვისაუბრეთ მოხალისეების როლზე საზოგადოების ინფორმირების პროცესში და რაც მთავარია, გავიცანი ათობით მოზარდი სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებთან დამეგობრებაც მოვასწარით და ერთობლივი აქტივობებიც დავგემეთ.

    ახლახან მე და ჩემმა მეგობარმა  - ნუცა ქასრაშვილმა ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრაც ჩავატარეთ, სადაც ჩვენ მეგობრებს გავუზიარეთ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. ასეთ    შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.