მოხალისეები

  • მარიამ ბაბუნაშვილი_182.jpg

    მარიამ ბაბუნაშვილი, პროექტის მონაწილე, ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    მე ლანჩხუთის ჰიგიენის კლუბის წევრი და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე ვარ. როცა ახალი პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია დაიწყო, მაშინვე გამოვგზავნე ჩემი მონაცემები, რადგან მინდოდა, რომ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ჰიგიენის, ჯანსაღი ცხოვრების, თუ ვაქცინაცია/იმუნიზაციის საკითხებზე.

    გავიარე ძალიან საინტერესო ტრენინგები პროფესიონალი სპიკერების მონაწილეობით. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლექცია პაპილომა ვირუსის შესახებ. ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ახალი მეგობრებიც შევიძინე, მომეწონა გუნდური მუშაობაც და ისიც, რომ თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა მოგვეცა.

    მინდა, რომ სწავლის პარალელურად, მოხალისეობრივი საქმიანობა აქტიურად გავაგრძელო მომავალშიც.