მოხალისეები

  • მაია ღვინცაძე_80.jpg

    მაია ღვინცაძე, პროექტის მონაწილე, ხონის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზეზი და მოტივაცია იყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებით დაინტერესება. ბოლო პერიოდში ხშირად ვკითხულობთ და ვისმენთ დეზინფორმაციას ამ საკითხების შესახებ, სწორედ ამიტომ, მინდოდა სწორი და ობიექტური ცოდნა მქონოდა და არასწორი ინფორმაციის ამოცნობაც შემძლებოდა.

    პროექტში ჩემს მეგობართან ერთად დავრეგისტრირდი, შემდეგ გავიარე ტრენინგები და გადავწყვიტე, რომ ის ახალი ინფორმაცია, რაც ამ პროცესში ექსპერტებისგან მოვისმინე, ჩვენი კლუბის წევრებისთვისაც გამეზიარებინა.

    ვატარებ საინფორმაციო შეხვედრებს კიდევ ერთ თანასწორ-განმანათლებელთან - მარიამ მამისაშვილთან ერთად, გვიხარია, რომ ჩვენს თანატოლებს ისევე აინტერესებთ ვაქცინაციის საკითხები, როგორც მე და მარიამს. კლუბის ფარგლებში ხშირად ვმსჯელობთ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ვაქცინაცინაციას ადამიანის ჯანმრთელობაზე და რატომაა აუცილებელი, რომ მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ყველაფერზე.