მოხალისეები

  • lizi-jaoshvili.jpg

    ლიზი ჯაოშვილი

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ თანასწორ-განმანათლებელი ჭიათურიდან, ნომინაცია: მერიის რჩეული

    ლიზის ინიციატივით ჭიათურაში საინტერესო მოხალისეობრივი ღონისძიებები ჩატარდა. ლიზი ჩართული იყო კულტურულ, სპორტულ თუ გარემოსდაცვით ღონისძიებებში არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ, როგორც თანაორგანიზატორი.

    არის ჭიათურის ჰიგიენის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, სადაც ათობით მოზარდთან ერთად მოხალისეობრივ ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა შემეცნებითი აქტივობები წყლის ჰიგიენის, ადვოკატირებისა და მოხალისეობის საკითხებზე.

    ლიზი მონაწილეობდა საქველმოქმედო აქციებშიც და თანამშრომლობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა თანატოლებთან, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან, სკოლების დირექციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.