მოხალისეები

  • ლილე კამლაძე_716.jpg

    ლილე კამლაძე, პროექტის მონაწილე, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის VIII A კლასის მოსწავლე

    ინფორმაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის შესახებ ჩემს სკოლაში მეგობრისგან გავიგე, რომელიც უკვე იყო ამ ორგანიზაციის მოხალისე და თავისი საინტერესო აქტივობების შესახებ ხშირად მიყვებოდა ხოლმე. მეც ძალიან დავინტერესდი მოხალისეობის იდეით, ახალი პროექტით, რომლის ფარგლებშიც იწყებოდა მონაწილეების შერჩევა და ჩემი მონაცემები დაუფიქრებლად გავგზავნე.

    მიხარია, რომ რამდენიმე ათეულ მონაწილესთან ერთად, მეც ჩავერთე ღონისძიებებში და პირველ ეტაპზე გავიარეთ სალექციო კურსები პროფესიონალი ტრენერების ხელმძღვანელობით. გავიცანი მოხალისეები მთელი საქართველოდან, შევიძინე ახალი მეგობრები.

    უახლოს მომავალში ვგეგმავ, რომ ჩავატარო საგანმანათლებლო, მოხალისეობრივი ღონისძიებები  და ჩემს თანატოლებსაც გავუზიარო ტრენინგებზე მიღებული ცოდნა’’.