მოხალისეები

  • ინნა ხელაია_803.jpg

    ინა ხელაია, პროექტის მონაწილე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქამდეც მქონდა. მაგალითად, ჩართული ვიყავი პროექტში, რომლის მიზანი ჰიგიენის საკითხებზე მოზარდებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო. აღნიშნულ პროექტში იმხელა გამოცდილება მივიღე, ისეთი საინტერესო ადამიანები გავიცანი, რომ როგორც კი ახალი პროექტის შესახებ გავიგე, მაშინვე დავრეგისტრირდი, რადგან ანალოგიური მოლოდინი მქონდა.

    ამჯერად მოზარდებმა ტრენინგები გავიარეთ იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე. ეს ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო თემებია, მით უმეტეს - პანდემიის შემდეგ. ამ აქტუალურ საკითხებზე უკვე თავადაც ვაწყობ შეხვედრებსა და ტრენინგებს და იმედი მაქვს, რომ ჩემი მცირე წვლილი შემაქვს მოზარდების ცნობიერების ამაღლებაში.