მოხალისეები

  • სალომე შანთაძე_341.jpg

    სალომე შანთაძე, 16 წლის, მოხალისე

     ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, როგორც ორგანიზაციის მოხალისე, ჩემს ღონისძიებებს ზემო აჭარაში ვანხორციელებ. ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება ამ კუთხით, ამჟამად ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. ძალიან მინდოდა, რომ სწავლის გარდა, სხვა საქმითაც დავკავებულიყავი და რაიმე სიახლე შემეტანა ჩემს ყოველდღიურ რეჟიმში. სწორედ ამ მოტივით ჩავერთე პროექტში და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება მაქვს დაგეგმილი.

    მიხარია, რომ ჩემმა აქტივობამ, ,,ჰელფინგ ჰენდის" სარეკომენდაციო ბარათის დახმარებით, კარგი შედეგი გამოიღო: მე ჩემს მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად დავგეგმე შემოქმედებითი შეხვედრების ციკლი. ამ შეხვედრების დროს სოფლის ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით იმ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომელიც იზოლაციის პერიოდში წაკითხული წიგნებისგან მივიღეთ. ასეთი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ, ისევე, როგორც სხვა საინტერესო აქტივობებს.