მოხალისეები

  • პაპუნა ჯილავდარი_669.jpeg

    პაპუნა ჯილავდარი, 22 წლის, მოხალისე

    ამჟამად ვარ ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი და, ამავდროულად, ჩართული ვარ  „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ“ პროექტში. მოხალისეობის კუთხით დიდი გამოცდილება აქამდე არ მქონია. პროექტის პირველ ეტაპზე ვესწრებოდი ტრენინგებს, რომელზეც საინტერესო ინფორმაციას გავეცანი მოხალისეობის სპეციფიკის, მიზნებისა და სხვადასხვა ფორმის შესახებ. სწორედ ტრენინგების შემდეგ მივხვდი, რა სახის აქტივობა იქნებოდა უფრო რეალისტური, გარკვეულწილად შევცვალე კიდეც ჩემი გეგმები.

    მინდა, რომ ჩემი აქტივობა აკადემიური განხრით წარვმართო. ვგეგმავ ონლაინ-მოხალისეობის ფორმა გამოვიყენო და ზოგადი უნარები ვასწავლო დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ლოგიკა ჩემი ინტერესის სფეროა, მაქვს შესაბამისი მომზადებაც და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომივა, თან მოზარდებისა და ახალგაზრდების დახმარებასაც შევძლებ.

    მომავალში მინდა სწავლა ევროპაში გავაგრძელო, სწავლის პარალელურად კი, მოხალისეობრივი აქტივობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოდ საკეთებელი საქმე იქნება.