მოხალისეები

  • d34a6daf-b0ad-471f-80ac-de6e42fce2d8_36.jpg

    მაკა ბუბუნაური, 21 წლის, მოხალისე

    ჩემს მოხალისებრივ აქტივობებს თბილისსა და ახალქალაქში ვახორციელებ. როგორც მოხალისემ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება შევძელი, ასე მაგალითად:

    ჩავატარე საგანმანათლებლო ონლაინ-შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან;

    მოვაწყვე საორიენტაციო ონლაინ-შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისესთან, რომელიც შემდგომ დავაკავშირე იმ მოსწავლეებთან, ვისაც ამჟამად სხვადასხვა საგანში უტარებს ონლაინ-გაკვეთილებს;

    ჩავერთე გლდანის დღის ცენტრის მუშაობაში და მოხალისეობრივად ვეხმარებოდი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავების ტრენერს;

    უნივერსიტეტის მომავალ პედაგოგთა კლუბისა და ჰელფინგ ჰენდის’’ დახმარებით ორგანიზება გავუწიეთ საქველმოქმედო პროექტს „შემოდგომის ნობათი ბავშვებს“, ასევე უნივერსიტეტის კლუბის მეშვეობით მოვაწყვე დასუფთავების აქცია წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც მოხალისე ჩართული ვიყავი დღის ცენტრის ,,ბეღურების’’ მუშაობაში. ამრიგად, საკმაოდ აქტიურად ვმოხალისეობ და მომავალშიც ვგეგმავ ამ საქმის გაგრძელებას, უკვე მაქვს კონკრეტული იდეებიც, მაგალითად: მეგობრებთან ერთად ვაპირებ, რომ ახალქალაქის ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს მოვუწყოთ უფასო საკვირაო საგანმანათლებლო სკოლა. იმედია, ყველაფერი წარმატებით გამომივა.