მოხალისეები

  • ანა ტვილდიანი_743.jpeg

    ანა ტვილდიანი, მოხალისე, 21 წლის

    ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ვმონაწილეობ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტში, რომელიც პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა დავგეგმე, მათ შორისაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი: „ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კვირეული ონლაინ ფორმატში დაიგეგმა. აღნიშნული პროექტი კარგი საშუალებაა, რათა  დაინტერესებულმა  ახალგაზრდებმა ნებისმიერი რაიონიდან, ქალაქიდან თუ სოფლიდან შეძლონ კვირეულში მონაწილეობის მიღება.

    პროექტის ფარგლები ბავშვები ეცნობიან ცნობილი საბავშვო მწერლის ორ ნაწარმოებს, ესენია: „პეპი გრძელიწინდა“ და „ბულერბიელი ბავშვები“. ამ ნაწარმოებებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ და, ამავდროულად, გამორჩეული პერსონაჟები გვხვდება, მათგან ბევრის სწავლაა შესაძლებელი, მაგალითად იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანს მიანიჭო სიხარული მოულოდნელად და დაუგეგმავად, უბრალოდ გაუღიმო და ბედნიერად აგრძნობინო თავი. ვფიქრობ, მათი გაცნობით და მათთან დამეგობრებით ბავშვები შეძლებენ დაძლიონ პანდემიით გამოწვეული სტრესი და მათ ახალ მეგობრებთან ერთად შეძლონ როგორც თავიანთი, ასევე სხვების ცხოვრების გახალისება.

    ასევე ჩავატარე მოხალისეობრივი შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მოზარდების მონაწილეობით. შეხვედრებზე მათთან ვისაუბრე არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და იმ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებზე, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება.