მე აქტიურად ვგეგმავ მოხალისეობრივ პროექტებს და ვცდილობ, ორგანიზება განსაკუთრებით ჩემი თემისთვის სასარგებლო საქმიანობას გავუწიო: ამისთვის კასპის მუნიციპალიტეტში მინდა დავაარსო კლუბი, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა იქნება, კლუბში დაიგეგმება საგანმანათლებლო შეხვედრები, ტრენინგები და აქტივობები;
უკვე ვმონაწილეობ მოხალისეობრივ პროექტში ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის’’, სადაც აბიტურიენტთა ორ ჯგუფს ვამზადებ ისტორიასა და ქართულ ენაში, კვირაში 3 დღის განმავლობაში, მიხარია, რომ აბიტურიენტები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებიან ჩემს ონლაინ-შეხვედრებში.
ასევე, სკოლის მოსწავლეებს, ონლაინ-რეჟიმში, ვეხმარები სხვადასხვა სასკოლო საგნის მომზადებაში - გეოგრაფიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.
მომავალში, კლუბის მეშვეობით მოხალისეობას კიდევ უფრო გავაფართოვებ და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით უფრო მეტ პროექტს განვახორციელებ.