მოხალისეები

  • ანი ჩოხელიIMG_20201006_022141_079-01_516.jpeg

    ანი ჩოხელი, 19 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივი საქმიანობით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, თუმცა პრაქტიკულად პირველად ვარ მოხალისე. ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ჩემთვის. პროექტისგან ვიღებ მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ცოდნას, გავიჩინე ახალი მეგობრები, ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში. ბედნიერი ვარ, როცა მცირედით მაინც ვახერხებთ სხვა ადამიანების დახმარებას და გახარებას. ალბათ, ესაა მოხალისეობის მთავარი მიზანიც.

    პროექტის ფარგლებში ჩავატარე შემოქმედებითი კონკურსი სახელწოდებით: „ხელოვნების როლი მოზარდებში პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად“. პროექტში 12-დან 19 წლამდე, ხატვის მოყვარულ ახალგაზრდები ჩაერთნენ, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი ნახატები თემაზე: „დედამიწა კოვიდ 19-ის დროს“. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი ფასიანი საჩუქრებით დავაჯილდოვეთ. მიხარია, რომ საინტერესო პროექტი გამოვიდა და ახალგაზრდა ხელოვანებიც აქტიურად ჩაერთნენ ჩვენ მიერ ორგანიზებულ კონკურსში.